ჩვენ შესახებ
არ ვართ ყველაზე დიდი, ვართ შენი.
Orte ქართული ონლაინ მარკეტფლეისია, სადაც დამოუკიდებელი მაღაზიები, ადგილობრივი მწარმოებლები და მცირე ბიზნესები ყიდიან მყიდველებისთვის მთელი საქართველოდან.
- მიწოდება
- მთელი საქართველო
- დაბრუნების ვადა
- 14 დღე
- გადახდა
- ბარათით ან ნაღდით
რატომ შევქმენით Orte
საქართველოში ბევრი კარგი პროდუქტი იყიდება Instagram-ის პოსტებით, პირადი შეტყობინებებითა და ცალკეული საიტებით. მყიდველისთვის ძნელია მათი პოვნა, შედარება და ნდობა, გამყიდველისთვის კი - საკუთარი ონლაინ მაღაზიის აწყობა და მიწოდების მოგვარება.
Orte ამ ორ მხარეს აკავშირებს: მყიდველი ერთ კატალოგში პოულობს სხვადასხვა მაღაზიის პროდუქტს და ერთი კალათით ყიდულობს, გამყიდველი კი იღებს მზა ონლაინ არხს - კატალოგს, გადახდებს, მიწოდებასა და პანელს შეკვეთების სამართავად.
რას გთავაზობთ
ჩვენი პრინციპები
გადამოწმებული მაღაზიები
მაღაზია კატალოგში მხოლოდ ვერიფიკაციის შემდეგ ჩნდება - ვამოწმებთ დოკუმენტებსა და საკონტაქტო მონაცემებს.
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდა საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე მუშავდება. შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდითაც, შეკვეთის მიღებისას.
ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა
ყოველი შენაძენი პირდაპირ ქართულ მაღაზიას, მწარმოებელს ან ხელოსანს ეხმარება - არა უცხოურ საწყობს.
პირდაპირი კომუნიკაცია
შეკვეთაზე გამყიდველს პირდაპირ ჩატში წერთ, ხოლო ჩვენ ტელეფონით, ელფოსტით და სოციალურ ქსელებში ვართ.
Orte-ს ოპერატორია შპს ორტე 2026 · ს/კ 405844065