მთავარ შინაარსზე გადასვლა

Orte-ს დაცვა

რომელი მაღაზიიდანაც არ უნდა იყიდოთ, თანხა დაცულია: თუ შეკვეთა არ მოვიდა, დაზიანებულია ან აღწერას არ ემთხვევა, ფულს დაგიბრუნებთ.

დაბრუნება მიზეზის გარეშე
14 დღე
თანხის დაბრუნება მოთხოვნიდან
14 დღეში
თუ ამ ვადაში არ მოვიდა, თანხა სრულად გიბრუნდებათ
30 დღე

როგორ მუშაობს

  1. იხდით ბარათით ან კურიერთან

    თანხა მაღაზიას კი არა, ჯერ Orte-ს ანგარიშზე შედის.

  2. თანხა Orte-სთან რჩება

    სანამ შეკვეთას მიიღებთ და დაბრუნების 14 დღე გავა.

  3. მაღაზია თანხას ბოლოს იღებს

    თუ რამე არასწორად წავიდა, თანხა თქვენ დაგიბრუნდებათ.

თუ რამე არასწორად წავიდა

  • შეკვეთა არ მოვიდა

    თუ შეკვეთა 30 დღეში არ მოგივიდათ, მოითხოვეთ გაუქმება შეკვეთის გვერდიდან ან დაგვირეკეთ - გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.

  • დაზიანებულია ან აღწერას არ ემთხვევა

    მოითხოვეთ დაბრუნება შეკვეთის გვერდიდან და დაურთეთ ფოტო. უკან გაგზავნის ხარჯს მაღაზია ფარავს, თანხა კი 14 დღეში დაგიბრუნდებათ.

  • გადაიფიქრეთ

    მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ნივთს მიზეზის გარეშეც დააბრუნებთ. ამ დროს უკან გაგზავნის ხარჯს მყიდველი იხდის. დაბრუნების პირობები

  • მაღაზიასთან ვერ შეთანხმდით

    თუ მაღაზია დაბრუნებაზე უარს გეტყვით ან დროულად არ გიპასუხებთ, საქმეს Orte-ს გუნდი განიხილავს და გადაწყვეტილებას თავად იღებს.

უსაფრთხო ყიდვა

  • უსაფრთხო გადახდა

    ბარათის მონაცემებს შეიყვანთ საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე - Orte მათ ვერ ხედავს. ბარათიდან ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ბოლო 4 ციფრს. სადაც მაღაზია ამას იღებს, შეგიძლიათ კურიერთან ნაღდითაც გადაიხადოთ.

  • შემოწმებული მაღაზიები

    მაღაზია გაყიდვას იწყებს მხოლოდ Orte-ს გუნდის დამტკიცების შემდეგ. რეკვიზიტების სანახავად პროდუქტის გვერდზე დააჭირეთ ⓘ-ს მაღაზიის სახელთან.

დახმარება გჭირდებათ?

შეკვეთასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ.

ეს გვერდი მარტივად ხსნის წესებსა და პირობებს და დაბრუნების პირობებს. სადავო შემთხვევაში მოქმედებს მათი ტექსტი.

აუცილებელ ქუქი-ფაილებს საიტი შესვლის, კალათისა და შეკვეთისთვის იყენებს. შენი თანხმობით ჩავრთავთ ანალიტიკასაც (Google Analytics) და რეკლამის გაზომვას (Meta Pixel). დაწვრილებით